ჯავახიშვილის ქუჩაზე და მუხიანში მომხდარი აფეთებების გამოძიება სსკ-ის 229 მუხლის პირველი ნაწილით მომდინარეობს.
ამის შესახებ ოფიცილური განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნული მუხლის მიხედვით აფეთქება, რომელიც გამოწვეულია გაზის, ბენზინის, ნავთის ან სხვა ნივთიერებების განზრახ აფეთქებით და ამით სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, ქონებისთვის საფრთხის შეგნებულდა შექმნას გულისხმობს, ისჯება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკევთით.
გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში ორი აფეთქება დაფიქსირდა. პირველი 01:30 საათზე აფეთქება ჯავახიშვილის ქუჩის #88 კორპუსთან მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა ჯავახიშვილის #73-ში მცხოვრები 1945 წელს დაბადებული ნინო გორდეზიანი და დაიჭრა კიდევ ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი, დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი სახლები და "ლეიბორისტული პარტიის" ოფისი. 02:56 საათზე აფეთქება მოხდა მუხიანის პირველი მიკრორაიონის #13 კორპუსში მდებარე სუპერმარკეტის წინ, რის შედეგადაც მიმდებარე საცხოვრებელ სახლებში ჩაიმსხვრა მინები. ორივე აფეთქების ადგილას მუშაობს კრიმინალისტიკური სამსახური.