ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ ეცდება, მადრიდში ნატო-ს სამიტზე ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი დაბლოკოს. ამის შესახებ Euractiv იუწყება.
"როგორც სახელმწიფოს ლიდერი, რომელიც ნატო-ს სამიტზე ხორვატიას წარმოადგენს, გაწევრიანებაზე [ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის] ვეტოს დავადებ, თუ სამიტი ამ დონეზე [სახელმწიფოს მეთაურების] გაიმართება", - განუცხადა მილანოვიჩმა ჟურნალისტებს
თუმცა მილანოვიჩმა აღნიშნა, რომ თუ სამიტი ელჩების დონეზე გაიმართება, დარწმუნებული არ არის, დაითანხმებს თუ არა ხორვატიის ელჩს, გაიზიაროს მისი პოზიცია.
მოსალოდნელია, რომ ხორვატიის პარლამენტი, სადაც მმართველ კონსერვატიულ პარტიას უმნიშვნელო უმრავლესობა აქვს, მხარს დაუჭერს შვედეთისა და ფინეთის განაცხადს. ერთადერთი წინააღმდეგობა, შესაძლოა, სამიტზე პრეზიდენტის ვეტო გახდეს.
ხორვატიის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ხორვატიის არმიის უმაღლესი მთავარსარდალია და საგარეო პოლიტიკაში ხმის უფლება აქვს. ამავე დროს, როგორც პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი რეგულარულად წარმოადგენს ხორვატიას ევროკავშირის სამიტებზე, პრეზიდნეტ მილანოვიჩს არ აქვს შესაძლებლობა ხორვატია წარმოადგინოს მსგავს ღონისძიებებზე.
პელსინკში ოფიციალურად დაიწყო დებატები ნატო-სთან დაკავშირებით, ფინელი პოლიტიკოსების უმრავლესობა მიანიშნებს, რომ ალიანსში შესვლის განაცხადი, ფინეთმა, შესაძლოა, ივნისამდე შეიტანოს.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინიმ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება უახლოეს ხანებში იქნება მიღებული, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ კი განაცხადა, რომ ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი შვედეთის გარეშეც შეუძლია წარადგინოს.
იანვარში მილანოვიჩმა განაცხადა, რომ ნატო-ში უკრაინის ადგილი არ არის და ესკალაციის შემთხვევაში, ზაგრები მაქსიმალურად დისტანცირდება მოვლენებისგან.