პოლიციამ ყაზბეგის გამზირის #43-ში მდებარე ლომბარდზე განმეორებითი ყაჩაღობისას არმაზ ხარძიანი დაკავა. იგი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა ლომბარდში და თანხა გაიტაცა. შემთხვევა ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლები შეესწრნენ და დამნაშავე ადგილზე დააკავეს.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, ხარძიანმა ლომბარდის ყაჩაღობის მომენტში ორჯერ მოახდინა გასროლა, ერთხელ პოლიციელების მიმართულებით ერთხელ კი ლომბარდის მეპატრონე ქალს ესროლა. წაღებული თანხის რაოდენობა ჯერ ჯერობით დაუზუსტებელია. გამტაცებელმა შეძლო ლარის, აშშ დოლარისა და ევროს გამოტანა ლომბარდიდან.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და ხარძიანმა განმეორებით ჩადინა ეს ყაჩაღობა. სამართალდამცავების ინფორმაციით მან იგივე ადგილას იგივე ლომბარდი 20 სექტემბერს დააყაჩაღა.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, ბრალდებული ხარძიანი ჩადენილ დანაშაულს აღაირებს.