ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი: გიორგი ცხვარიაშვილი, დავით სუხაშვილი, დავით ონაშვილი, ლევან არჩუაძე, ზაქარია ჯარიაშვილი, ბექა ბექაური და ავთანდილ ბერძენიშვილი, რომლებიც რამდენიმე თვის მანძილზე საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულის ტერიტორიაზე არსებულ შპს „კანარგო ჯორჯიას" კუთვნილი ნავთობის რეზერვუარიდან უკანონოდ მოიპოვებდნენ ნედლ ნავთობს და მოპარულ ნავთობს პატარძეულშივე, დავით სუხაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში კუსტარულად მოწყობილ საამქროში გადაამუშავებდნენ.
შესაბამისად, საწვავიც მდარე ხარისხის იყო. გამოხდილ დიზელს ბექა ბექური, სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურებზე აბარებდა და მიღებულ თანხას თავის თანამზრახველებს წილებად გადასცემდა.
სულ 2010 წლის ივლის-ნოემბრის თვეში ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკანონოდ მოიპოვეს და გადაამუშავეს ათეულობით ტონა ნედლი ნავთობი, რითაც სოლიდური ზიანი მიადგა შპს „კანარგო ჯორჯიას" და შესაბამისად ბრალდებულთა მიერ უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა სოლიდური თანხა შეადგინა, რომლის ოდენობასაც საბოლოოდ ძიება დაადგენს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდე ქსის 192-ე და 177-ე მუხლებით, რაც ითვალსიწინებს თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად, სამიდან ხუთ წლამდე და ექვსიდან ათ წლამდე ვადით.