თბილისის პროკურატურამ თაღლითობისა და ფულის გამოძალვის მცდელობის გამო ადვოკატი მერაბ ვარშანიძე დააკავა.
ადვოკატი მსჯავრდებული ბადრი კონცელიძის მეუღლეს დაჰპირდა, რომ დაკავებულს უკურნებელი სენით დაავადებულის საბუთს დაუმზადებდა. ადვოკატი აცხადებს, რომ ცნობის დახმარებით მსჯავრდებულისათვის ჯერ სასჯელის გადავადებას შემდეგ კი შეწყალების მიღებას მოახერხებდა.
მან ყალბი ცნობისათვის ნანა კონცელიძეს 3 200 აშშ დოლარი გამოართვა. გარკვეული პერიოდის შემდგე მსჯავრდებულის მეუღლემ თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა მერაბ ვარშანიძემ კი მხოლოდ 300 აშშ დოლარი დააბრუნა დანარჩენი ფული კი მიითვისა.