შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და რუსულ გემებს ამერიკის პორტებში შესვლა აუკრძალა.
"ეს ნიშნავს, რომ ვერცერთი გემი, ვერცერთი გემი, რომელიც რუსული დროშის ქვეშ დაცურავს ან იმ სტრუქტურების მფლობელობაშია, რომლებიც რუსეთის ინტერესებით მოქმედებენ, ვერ ჩუშვებს ღუზას შეერთებულ შტატებში და ვერ მოუახლოვდება ჩვენს სანაპიროებს. ვერცერთი! ვერცერთი!", - აღნიშნა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, ბაიდენმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინა დამატებით 800 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს მძიმე შეიარაღებას - ათობით ქვემეხებს, ტაქტიკურ დრონებს და 144 ათას ერთეულ საბრძოლო მასალას. ამრიგად, აშშ-სგან უკრანისთვის სამხედრო დახმარების მოცულობა 3,2 მლრდ დოლარამდე გაიზრდება.