"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომა ნიკა მელია და პარტიის სხვა ლიდერები დღეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის თანახმად, პარტიის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს - ანდრეი ერმაკს, უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს - დავით არახამიას და უკრაინის რადის თავმჯდომარეს - რუსლან სტეფანჩუკს შეხვდნენ.