სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრაკდებული სამი პიროვნება დააკავეს. წარსულში ნასამართლევი ჯაბა სულაბერიძე, რევაზ ცირდავა და მამუკა ეჯიბაია.
ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტო.
რევაზ ცირდავა და ჯაბა სულაბერიძე ურთიერთშორისი შეთანხმებით დაბა ჩხოროწყუში რ.ცირდავას კუთვნილი ინდივიდუალური საწარმო, თხილის გადამამუშავებელ ქარხანა „რევაზ ცირდავა"-ში თხილის გადამუშავებას ეწეოდნენ.
ქარხანაში გადამუშვებულ თხილს ისინი აგზავნიდნენ ევროპის ქვეყნებში. 2010 წლის სექტემბრის თვეში რ. ცირდავამ და ჯ. სულაბერიძემ გერმანულ ფირმა ,,მარსცჰიმპორტ"-ს გადაუგზავნეს 22 ტონა გარჩეული თხილი, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 115 ათასი ა.შ.შ. დოლარი. ტრანსპორტირების თანხა შეადგენდა 9 ათას ევროს.
გადაზიდვას ახორციელებდა ბულგარული ფირმა შ.პ.ს. ,,დიანა ტრადე" -ის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა, სატვირთო ავტომანქანას მართავდა ბულგარეთის მოქალაქე გეორგ ბიდჩკიდჟიევი. გეორგ ბიდჩკიდჟიევს ტვირთის წარდგენისას ფირმამ უარი განუცხადა თხილის მიღებაზე მოტივით, რომ იყო გაფუჭებული და საკვებად უვარგისი. ოცდაორი ტონა ტვირთი უკან გამოაბრუნეს.
გეორგ ბიდჩკიდჟევმა გაფუჭებული თხილი ჩამოიტანა და მიიტანა რევაზ ცირდავას სახლში. რევაზ ცირდავამ და ჯაბა სულაბერიძემ ტვირთის გაფუჭება დააბრალეს გიორგი ბიდჩკიდჟევის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის გაუმართაობას. ცირდავამ, სულაბერიძემ და მამუკა ეჯიბიამ, წინასწარი შეთანხმებული გეგმის საფუძველზე ბიდჩკიგჟევს მოტყუებით გამოართვეს ტრასპორტის სარეგისტრაციო საბუთი, მართვის მოწმობა და პირადი პასპორტი. ასევე მოსთხოვეს ავტომანქანის დაყენება თხილის გადამამუშავებელი ქარხნის ეზოში.
ამის შემდეგ, ისინი ავტომანქანის მფლობელი კომპანიისგან ითხოვდნენ ასთხუთმეტი ათასი ა.შ.შ. დოლარის და ცხრა ათასი ევროს გადახდას. უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება გეორგ ბიდჩკიდჟევს. რევაზ ცირდავამ ჩაკეტა საკუთარ სახლში და გადამზიდავი ფირმისგან ითხოვდნენ ასთხუთმეტი ათასი ა.შ.შ. დოლარს და ცხრა ათასი ევროს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.