კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ.ქუთაისში არსებული საბავშვო ბაღების 6 დირექტორი და 7 ბუღალტერი დააკავეს. ივეტა გეგუჩაძე - დირტექტორი,ლალი თევდორაძე - დირექტორი, მზია სანაძე - დირექტორი, ქეთი ფანჩულიძე - დირექტორი, ცისანა კუბლაშვილი - დირექტორი, თინათინ სვანაძე - დირექტორი, ლამზირა ლიკლიკაძე - ბუღალტერი, მზექალა ჩარკვიანი - ბუღალტერი, მარეხი ჩიტორელიძე - ბუღალტერი,მარინა ბაჯაძე - ბუღალტერი,ნარგიზა ლაღაძე - ბუღალტერი, ნინო ჭილაძე - ბუღალტერი და ცირა ვადაჭკორია - ბუღალტერი.
შს სამინისტროს ინნფორმაციით, აღნიშნული მოხელეები სისტემატურად შედიოდნენ მეწარმეებთან კორუფციულ გარიგებაში და დანაშაულებრივად ითვისებდნენ ბავშვების კვებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად სახსრებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშულებრივი სქემა მოქმედებდა ორი წლის განმავლობაში, რის შედაგადაც მითვისებული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 მილიონ ლარამდე თანხა.
დანაშაული ითვალისწინებს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისიხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.