დღეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ხათუნა კალმახელიძე საგარეჯოს მოსახლეობას შეხვდა.
როგორც რადიო „ჰერეთი" იუწყება, მინისტრმა ადგილობრივთა შეკითხვებს უპასუხა, რომელიც ძირითადად სასჯელის ვადის შემცირებას და სატელეფონო ზარების შეზღუდვას უკავშირდებოდა.
შეხვედრას, რომელიც ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და კახეთის გუბერნატორი დაესწრო.