რუსეთის შს სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ცენტრის სამმართველოს ხელმძღვანელის გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჭეიშვილი დაკავების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა.
"დიახ, დღეს მოსკოვში დაკავებულია გენერალი Qჭეიშვილი. დაკავება განხორციელდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც საკუთარი უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები ატარებდნენ. გამოძიებაში ასევე ჩართული იყვნენ ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მილიციის ორგანოებში კორუფციასთან ბრძოლაზე სპეციალიზირდებიან", _ განაცხადა რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შს სამინისტროს მაღალჩინოსანს დიდი რაოდენობით თანხის მითვისება ედება ბრალად.