მოსკოვში რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ცენტრის სამმართველოს ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჭეიშვილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ წყაროებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შს სამინისტროს მაღალჩინოსანს დიდი რაოდენობით თანხის მითვისება ედება ბრალად.
რუსული მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, იუწყება, რომ მას ამ ფაქტის ოფიციალური სამართალდამცავი ორგანოებიდან ჯერ არ მიუღია.