დღეს, იუსტიციის სამინისტროში პროექტის
`ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების შეფასება ელექტრონული მმართველობის სისტემის დანერგვისთვის" პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) პროგრამის ხელმძღვანელი მარკუს ნუდინგი, რეგიონული განვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროების, ევროკავშირისა (EC) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები, ასევე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძე დაესწრნენ.
პროექტის `ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების შეფასება ელექტრონული მმართველობის სისტემის დანერგვისთვის" ფარგლებში, ამჟამად მიმდინარეობს კვლევები მუნიციპალიტეტებში იმ სფეროების გამოსავლენად, სადაც შესაძლებელია საქმისწარმოების ელექტრონიზაცია.
ღონისძიება დღეს, 24 ნოემბერს, 14:00 საათზე დაიწყება.
მისამართი: თბილისი, გორგასლის ქ. #24ა (იუსტიციის სამინისტროს ახალი ადმინისტრაციული შენობა).