ვაკეში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა. პრეზენტაციას შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაესწრო.
პოლიციის ახალი გამჭვირვალე შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღიჭურვა. მისი მშენებლობა 6 თვის დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა.
აღნიშნულის გარდა მოეწყო და გარემონტდა შენობის მიმდებარე ტერიტორია და ინფრასტრუქტურაც.
ვაკის პოლიციის პირველ სამმართველოში სულ 53 ადამიანი იმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ ვაკის შემდეგ, წლის ბოლომდე ახალი შენობა ნაძალადევის რაიონის პოლიციასაც ექნება.