გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა 220 მსჯავრდებული შეიწყალა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, შეწყალებულ პატიმართაგან 12 ქალი, ერთი კი, არასრულწლოვანია.
"220 მსჯავრდებულიდან 182-ს სრული შეწყალება შეეხო, 32- სასჯელის ვადა გაუნახევრდა, ხოლო დანარჩენებს ვადა შეუმცირდათ", - განმარტა კალმახელიძემ.
ამასთან, მინისტრის ვარაუდით, შეწყალებული მსჯავრდებულები საპყრობილეებს დღეს, დღის ბოლომდე, მას შემდეგ დატოვებენ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან შესაბამის განკარგულებას ოფიციალურად მიიღებენ.