თბილისის საქალაქო სასამართლომ აფთიაქების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 21 ადამიანიდან 5 - ს აღკვეთი ღონისძიება - დაპატიმრება შეუფარდა - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სააფთიაქო ქსელების "ჩოხელისა" და "ნინო+დ" მფლობელების ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა.
მისი თქმით, დანარჩენ 16-ს სასამართლომ გირაო შეუფარდა 20 000, 30 000 და 50 000 ათასი ლარის ოდენობით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპულ წამლებზე დაწესებული შეზღუდვების გამო დაიჭირა ზემოთნახსენები პიროვნებები.
როგორც აბესაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აფთიაქ "ჩოხელის" მფლობელ ლეილა ჩოხელს საგამოძიებო სამსახური რუსული წარმოების წამალ სენაპეზამზე ედავება. ჩოხელის აფთიაქში აღმოაჩინეს ეს წამალი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. აბესაძის თქმით, ფსიქოტროპულ წამლებთან დაწესებული შეზღუდვა ამ წამალზე არ ვრცელდება, შესაბამისად მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უსამართლოდ დააკავეს. ჩოხელს სასამართლომ გირაო შეუფარდა 20 000 ლარის ოდენობით.
აბესაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მეორე პირის, აფთიაქ "ნინო+დ"-ს მფლობელ ნინო დანელიას, მისი სიძისთვის სასაქონლო ზედნადების გარეშე მიცემული წამლებისთვის ედავებიან. ბენიაკოვს ეს წამლები თავის აფთიაქში გადაჰქონდა. ბენიაკოვი მფლობელია აფთიაქ "ბატმან+" - ის, რომელიც ზესტაფონში მდებარეობს. აბესაძის თქმით, ამ შემთხვევაში მის პრეპარატებზე დანელიას სასაქონლო ზედნადებს არავინ მისცემდა. თან არ არსებობს არაინარი მტკიცებულება, იმის რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნება დამნაშავეა.
როგორც აბესაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნავს, ის სასამართლოს ისეთ მასალას წარმოუდგენს, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბენიაკოვისა და დანელიას სიმართლეს დაამტკიცებს.