დაუზუსტებელი ინფორმაციით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მედიკამენტების 10-მდე სარეალიზაციო ქსელს ამოწმებს.
მიზეზი სავარაუდოდ ფსიქოტროპულ წამლებთან დაკავშირებით დაწესელებული შეზღუდვების დარღვევაა.
დალუქულ აფთიაქებს შორის ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელი "ნინო+დ", რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.
ფინანსთა სამინისტრო აფთიაქების შემოწმებასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გაავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აფთიაქების ქსელში სარევეზიო სამუშაოები 9 ნოემბრიდან დაიწყო.