ყაბარდო-ბალყარეთში ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქ ბაქსანში "ეფ-ეს-ბეს" თანამშრომელს, პრაპორშიკ მურატ ტლიზანოვს ქუჩაში უცნობმა პირმა სავარაუდოდ მაკაროვის ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლა.
30 წლის ტლიზანოვს მაშინ ესროლეს, როდესაც იგი ტაქსიდან გადმოვიდა და სახლისკენ მიემართებოდა. ტლიზანოვი მიღებული ჭრილობებისაგან ადგილზე გარდაიცვალა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.
აღსანიშნავია, რომ ტლიზანოვი მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკვე 28-ვე თანამშრომელია, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთში მკვლელობის მსხვერპლი გახდა.