გერმანიის ყოფილმა კანცლერმა უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მიერ შემოთავაზებულ თანამდებობაზე. იუწყება სააგენტო DPA ყოფილი კანცლერის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, მერკელმა პირადად დაურეკა გუტერეშს და მადლობა გადაუხადა შეთავაზებისთვის, თუმცა უარი თქვა სამსახურებრივ წინადადებაზე.
" ყოფილმა კანცლერმა გასულ კვირას დაურეკა გაეროს გენერალურ მდივანს, მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ არ დათანხმდა შეთავაზებას", - ნათქვამია მერკელის ოფისის განცხადებაში.
მანამდე, DPA იუწყებოდა, რომ ანტონიო გუტერეშმა ანგელა მერკელს გაეროს მაღალი რანგის თანამდებობა შესთავაზა.