გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გერმანიის ყოფილ კანცლერს, ანგელა მერკელს გაეროს მაღალი რანგის თანამდებობა შესთავაზა. იუწყება სააგენტო DPA წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, საუბარია მაღალი დონის მრჩეველთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, რომელიც გლობალურ საზოგადოებრივ სიკეთეების საკითხებზე მუშაობს.
ამ ორგანოს კომპეტენციას საერთაშორისო რეგულირების საკითხები მიეკუთვნება, მათ შორის, ვაჭრობის ან ფრენის უსაფრთხოების საკითხები.
გლობალური საზოგადოებრივი სიკეთეების საკონსულტაციო ორგანო არის გუტერეშის ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტი, რომელიც მან, მეორე ვადით არჩევის წინ, გაეროს რეფორმირების მიზნით წარადგინა.
2021 წლის ივნისში გუტერეში გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ხუთწლიანი ვადით დაამტკიცეს, 2026 წლის 31 დეკემბრამდე.
DPA-ს ინფორმაციით, გუტერეშმა თავისი წინადადება მერკელს წერილობით გაუგზავნა. სააგენტოს წყაროების ცნობით, იმის ალბათობა, რომ მერკელი ამ შეთავაზებას მიიღებს, დაბალია.უცნობია, უპასუხა თუ არა მერკელმა სამსახურებრივ შეთავაზებას.
ანგელა მერკელი გერმანიის მთავრობას 2005 წლიდან ხელმძღვანელობდა. გასული წლის ბოლოს, ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგ, მერკელმა თანამდებობა დატოვა. მანამდე მან განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას კანცლერის პოსტზე აღარ წარადგენდა.