19-21 ნოემბერს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატებისათვის სასტუმრო `ამბასადორში~ ჩატარდება ტრენინგი ,,ადამიანის უფლებათა უნივერსალური და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ".
ტრენინგის მთავარ თემებს წარმოადგენს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა, გასაჩივრების შესაბამისი პროცედურები, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულების საერთაშორსიო სტანდარტები, წამების ამკრძალავი საერთაშორისო ნორმები, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან და აღნიშნული კოდექსის მიხედვით ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცედურები საქართველოში;