ქვეყანაში მეექვსე ტალღა „ომიკრონის“ ვირუსით იქნება განპირობებული, აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.
მისი განმარტებით, პანდემიის მეხუთე ტალღა საქართველოში დასრულების მრუდზეა.
„4 ოქტომბრიდან დღემდე, ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ათასს პირველად ჩამოცდა. შესაბამისად, შეგვიძლია მეტ-ნაკლები სიზუსტით ვთქვათ, რომ კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, შემცირებისკენ მიდის. ციფრები და ბოლო კვირის საშუალო მაჩვენებელი მიუთითებს, რომ პანდემიის მეხუთე ტალღა საქართველოში დამთავრების მრუდზეა. ამის მიმანიშნებელი არ არის მხოლოდ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა. ამის მიმანიშნებელია აქტიური შემთხვევების რაოდენობა, საწოლფონდი, კერძოდ, თავისუფალი საწოლების რაოდენობა, რომელიც 3500-ზე მეტია. ამდენი თავისუფალი საწოლი არ ყოფილა ბოლო 2 თვის განმავლობაში “, - აღნიშნავს ჩხაიძე.