დღეს, 19 ნოემბერს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იუსტიციის სასწავლო ცენტრის დახმარებით, სტაჟიორთა გადამზადების ტრენინგი დაიწყო. ტრეინინგებს ის გამარჯვებული კანდიდატები გაივლიან, რომლებმაც კონკურსის ორი ეტაპი გაიარეს. ასეთი კი 1600 მსურველიდან 126 კანდიდატიია.
ტრენინგები განახლებული, პტაქტიკული სავარჯიშოებით დატვირთული მოდულით მიმდინარეობს. მონაწილეები სწავლობენ ყველა საჭირო თემატიკას, რაც გაცილებით უფრო ეფეტურს გახდის მათი ექვსთვიანი სტაჟირების პროცესს. სწავლებაში გათვალისწინებულია საკანონმდებლო ბაზის, სისტემაში მოქმედი ყველა ელექტრონული პროგრამის, ეფექტური მომსახურების სტრანდარტებისა და სტატისტიკის წარმოების შესწავლა. ასევე განხორციელდება თემატური კაზუსების განხილვა და როლური თამაშები.
ტრეინინგების დასრულების შემდეგ, წარმატებულ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცემათ. რის შემდეგაც ისინი სურვილის მიხედვით, გაივლიან ექვს თვიან სტაჟირებას აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში.