ავლაბარში, აწყურის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა. ხანძრის შედეგად 55 წლის ანატოლი პოპოვი გარდაიცვალა.
პოპოვი დედასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი დაუდევრობამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური და ისან-სამგორის რაიონის პოლიციის თანამშრომლები.