გუშინ, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა 40 წლის ნანა ფიფია, რომელმაც 27 ოქტომბერს სუებლიანის უწყების ეზოში თავის დაწვა სცადა.
როგორც დამწვრობის ცენტრში "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, ფიფიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში განსაკუთრებით მძიმე იყო, იგი ბოლო ორი დღის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. გარდაცვალების მიზეზი სასუნთქი გზების უკმარისობა გახდა.
შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეზოში, აფხაზეთიდან დევნილი 40 წლის ნანა ფიფია თავის დაწვას შეეცადა. დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მას სხეულის 30%-ზე მეტი ჰქონდა დამწვარი და მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა.
ფიფიამ ეზოში ნავთი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. ფიფია სამინისტროს წინ მოშიმშილე დევნილებს შეუერთდა. დევნილები სამინისტროს თბილისის ნებისმიერ უბანში საცხოვრებელი ფართის გამოყოფას სთხოვენ.