ამის შესახებ ჟურნალიტებს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის წევრმა მარიკა ვერულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შესაწყალებელთა შორის ერთი არასრულწლოვანი და ერთი ქალია.
ვერულაშვილის განმატრებით, დანარჩენი ქალი მსჯავრდებულების შეწყლება კი იმიტომ არ მოხდა, რომ ისინი მძიმე დანაშაულისთვის არიან მსჯავრდებულები.
"მსჯვრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ გაიცა მკვლელობაში, ნარკორეალიზაციაში, ტრეფიკინგში, ყაჩაღობასა და სხვა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულების", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ შეწყალების სახელმწიფო კომისიამ 236 საქმე განიხილა, საიდაც 10 არასრულწლოვანი და 41 ქალი იყო.