საზოგადოებრივი მოძრაობა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ეხმაურება პატიმრობის შესახებ კანონში შესულ ახალ ცვლილებას, პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების ვიდეოპაემნების შემოღების შესახებ.
საზოგადოების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ამ ,,ნოვაციას" მიუღებლად მიაჩნევს, რადგან პატიმრებისა და მისი ოჯახების ხარჟზე ბიუჯეტის მორიგ შევსების საშუალებას მიაგნო კალმახელიძის უწყებამ.
ვიდეო პაემნის ღირებულება, კანონის თანახმად 1 წუთი შეადგენს 15 ლარს, ხოლო განსაღვრული მაქსილმალური დრო კი არის 15 წუთი.
მოძრაობა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" აცხადებს, რომ ზემოხსენებული წესებითა და ტარიფებით ვიდეოპაემნების შემოღება ემსახურება არა პატიმართა და მათი ოჯახისწევრების ინტერესებს (მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ პატიმართა ოჯახების უმრავლესობის სოციალურ მდგომარეობას), არამედ დეპიციტში მყოფი ბიუჯეტის შევსებას და მოვითხოვთ, მოხდეს ღირებულების გაუქმება და პატიმართათვის ამ უფლებისთ უფასოდ სარგებლობის წესების დამკვიდრება, რაც საერთაშორისო სატანდარტია.