თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვას 57 წლის ქალი ემსხვერპლა.
შემთხვევა დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე, წუხელ, მოხდა.
57 წლის ქალის ცხედარი და უგონო მდგომარეობაში მყოფი მისი შვილი - 34 წლის მამაკაცი მეზობლებმა დღეს დილით, საკუთარ სახლში იპოვეს.
მამაკაცს შესაბამისი მკურნალობა უკვე ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
უბედური შემთხვევის დეტალებს მოკვლევა დაადგენს. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.