დღეს შეწყალების კომისიის სხდომა გაიმართება.
კომისია 236 მსჯავრდებულის საქმეს განიხილავს, მათ შორის 10 არასრულწლოვანია, ხოლო 36 ქალი.
პრიორიტეტი ისეთ მსჯავრდებულებს მიენიჭებათ, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.
კომისია პატიმრების სიას პრეზიდენტთან გადააგზავნის და, საბოლოოდ, შეწყალების გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.