დღეს, 18 ნოემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ნორვეგიის მრჩეველთა მისიის (NOღLAG) ორგანიზებით ჩატარდება სემინარი: სასამართლო დაცვა, კანონმდებლობა აღკვეთის ღონისძიებების შესახებ და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, სემინარზე ადვოკატები მოისმენენ შემდეგ საკითხებს და ჩაუტარდებათ პრაქტიკული სემინარი: აღკვეთის ღონისძიებები -ევროკონვენციის სამართლებრივი მოთხოვნები, აღკვეთის ღონისძიებების შეფარდების შესახებ სასამართლო სხდომა მოსამართლის თვალთახედვით, არგუმენტაციის წარდგენის ტექნიკის მოკლე თეორია, პრაქტიკული მეცადინეობა - აღკვეთის ღონისძიებების შესახებ არგუმენტაციის წარდგენა სასამართლოში.
სემინარს წაუძღვებიან ნორვეგიის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ანეშ ბარი და ადვოკატი ლარს-ქრისტიან სუნდე.