შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა გოგონაძემ და ლევან სულაქველიძემ სლოტ-კლუბ "ფონბეთი"-ის ოპერატორს, ელდარ გუგეშაშვილს ცივი იარაღის მუქარით გასტაცეს 1 000 ლარი და ორი მობილური ტელეფონი.
ასევე აღნიშნული პირები ბრალდებულნი არიან დანის მუქარით ტაქსის მძღოლებზე ყაჩაღურ თავდასხმაში.
აღსანიშნავია, რომ გოგონაძე წარსულში მკვლელობის მცდელობისთვისაა ნასამართლევი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თითოელ დანაშაულზე 6-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.