საქართველოს ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრი რაიმუნდს პალაიტისი სტუმრობს.
პალაიტისი თბილისში დილით ჩამოფრინდა და პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გაემგზავრა, სადაც ის ქართველმა კოლეგამ - ვანო მერაბიშვილმა მიიღო. საუბარი თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ლიტვის შს მინისტრი შსს-ის მომსახურების სააგენტოსა და პოლიციის აკადემიასაც მოინახულებს. ხვალ, 18 ნოემბერს, ის ბათუმს ეწვევა.
რაიმუნდს პალაიტისის ვიზიტი სამდღიანია. ის თბილისს 19 ნოემბერს დატოვებს.