ოპოზიციონერი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ დეპოლარიზაციაზე უმთავრესი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.
„უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ არ უნდა მოჰპაროს ქართველ ხალხს არჩევანი. არჩევნები უნდა ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას - ეს არის დეპოლარიზაციისთვის ერთი წინაპირობა, მეორე კი ისაა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებით ხელისუფლება არ უნდა იჭერდეს. პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება, მაგრამ სრულიად არაადეკვატური იქნება ის ადამიანი, რომელიც არ გაითავისებს იმას, რომ მმართველ გუნდს აქვს უმთავრესი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.