ფოტო: AP
ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, არ დავიშლებით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ოპოზიციის აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება გზაში დააწიათ, რის გამოც დღევანდელი გეგმების გასაჯაროებას ჯერჯერობით არ მოახდენს.
მელიას თქმით, დღეს ისეთი აქცია იგეგმებოდა, რასაც მსოფლიოს ყურადღებას მიიქცევდა.
"ქართულ ოცნებას" უნდოდა, რომ ჩავეთრიეთ ძალადობრივ პროცესებში და პროცესები ძალადობრივად განვითარებულიყო. ისინი ეძებდნენ არგუმენტს, რომ გამოეყენებინათ ძალა. მაგრამ მადლობა თქვენ, რომ არ ავყევით ოცნებას ამ ძალადობრივ გეგმაში. შედეგად, დღეს ვაიძულეთ ხელისუფლება და რეჟიმი, რომ გაეკეთებინათ ეს განცხადება, რომელიც გააკეთა. ისიც იცოდნენ ალბათ, რას ვაპირებდით დღეს, ესეც არაძალადობრივი იქნებოდა, მაგრამ ბევრად მწვავე, ისეთი მწვავე, რაც ამ ქვეყანას 33 წელი არ უნახავს, ასეთი გეგმით ვიყავით დღეს აქ წარმოდგენილი. არაძალადობრივი პროტესტი, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობდა.
უნდა დაელოდოთ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას. უნდა დაველოდოთ ვიდრე ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, მანამ არ დავიშლებით. დავრწმუნდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა მელიამ.
ცოტა ხნის წინ, იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამ დროისთვის, სააკაშვილის პოზიცია უცნობია.