ხე-ტყის უკანონო გადამუშავებაზე კანონი მკაცრდება.
ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა" შესახებ კოდექსში შედის. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის პირველადი გადამუშავების შემთხვევაში, 2 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაწესდება.
იგივე ოდენობის ჯარიმა დაწესდება უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავებისთვისაც. განმაორებით შემთხვევაში კი, არ არის გამორიცხული საჯარიმო თანხა 4 ათასი ლარით განისაზღვროს.