ვარკეთილის მე-3 მასივში 15 წლის მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს.
შემთხვევა 108-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, წუხელ მოხდა. დაზარალებულს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ის ჰოსპიტალიზებულია.
დაჭრილი შემთხვევის დეტალებზე არ საუბრობს და არც იმას განმარტავს, თუ ვისთან მოუვიდა კონფლიქტი, თუმცა სამართალდამცველებმა მომხდარში ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. ის დაჭრილის თანაკლასელია.