"მიხეილ სააკაშვილის რაციონი თქვენს განკარგულებაშია. ვერაფერს ის ვერ გამოგაპარებთ. გააცანით საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ამას ვითხოვ იმიტომ, რომ ვნერვიულობ სხვა მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დღეს არის 47-ე დღე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის. ჩვენ ხშირად გვესმის თქვენგან, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, არის ფეიკ-შიმშილი და ამავდროულად, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. პარალელურ რეჟიმში თქვენ ამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ყველაფერი კარგადაა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და ა.შ.
იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ჩვენი 9 კოლეგა შიმშილობს და ასევე დიდი ხანია შიმშილობს ელენე ხოშტარია.
მაინტერესებს თქვენი პოზიცია. მხოლოდ თქვენ ხართ ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი. მაინტერესებს თქვენგან გავიგო, ეს კაცი მართლა შიმშილობს თუ არა და როგორი მდგომარეობა აქვს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.