საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გახსნილია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კორუფციული სქემა.
გამოძიების შედეგად, დაკავებული და ბრალდებულად ცნობილი არიან ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, ხვიჩა პირველი, ტყის მართვის დეპარტამენტის უფროსი, გოჩა ზეინკლიშვილი, ამავე სამინისტროს თანამშრომლები: ელგუჯა ქუტიძე, ვლადიმერ მინდიაშვილი, დავით ურთმელიძე და დანაშაულის ერთე-რთი ორგანიზატორი, ლაშა კლდიაშვილი.
დასახელებულმა პირებმა თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით, ხელში ჩაიგდეს საქართველოში არსებული ინერტული მასალების კარიერების დიდი ნაწილი. კარიერები გააფორმეს მატი ახლობლების სახელზე და სხვადასხვა შენიღბული ოპერაციებით მიიღეს დაახლოებით 7 მილიონამდე ლარის უკანონო შემოსავალი.
დანაშაული ითვალისწინებს 11-14 წლამდე ტავისუფლების აღკვეთას