ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გავრცელებულ გადაწყვეტილებას მივესალმები და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ ეს არის დამაიმედებელი პირველი ნაბიჯი წინ უფრო მეტად შეთანხმებული გამოსავლის პოვნისკენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ასევე ყურადღებამისაქცევია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ სასამართლო პროცესზე არ დაუშვეს.
„მსურს, ყველას შევახსენო, რას ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეში თავდაცვის უფლებასთან დაკავშირებით, რომ ყველა პირს აქვს უფლება, თავი დაიცვას პირადად ან მის მიერ არჩეული სამართლებრივი დახმარების საშუალებით. ეს არის მნიშვნელოვანი პრინციპები, რომლებიც უნდა იყოს დაცული და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიხილოთ სამართლებრივი პროცესი, რომელიც არის გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და სამართლიანი. წუხელ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გავრცელებულ გადაწყვეტილებას მივესალმები და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ ეს არის დამაიმედებელი პირველი ნაბიჯი წინ უფრო მეტად შეთანხმებული გამოსავლის პოვნისკენ. როგორც ვიცით, ეს შუალედური ღონისძიება შეიცავს გარკვეულ მოთხოვნებს, კერძოდ, მოუწოდებს სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა და პარალელურად შეიცავს ხელისუფლებისადმი სავალდებულო მოწოდებას, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და ჯანმთელობის დაცვა, რომ მან მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. ამასთან დაკავშირებით სასამართლო ანგარიში უნდა გაეგზავნოს 24 ნოემბრამდე.
ვფიქრობ, ეს არის დაბალანსებული მიდგომა, რომელიც იმედი მაქვს, მიგვიყვანს იმ მდგომარეობამდე, როდესაც გარკვეული ძირითად საკითხები წინ წაიწევს, მათ შორის შესაძლო ყველაზე მწვავე საკითხები, რომლებიც ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ეხება. მოვუწოდებ ყველას, რომ პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას და იმოქმედონ რაც შეიძლება სწრაფად მის შესასრულებლად“, – განაცხადა ჰარცელმა.