დღეს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროკურორებს და გამომძიებლებს ტრეინინგი სახელწოდებით ,,საგადასახადო და თაღლითობის საკითხები" ჩაუტარდათ. ტრეინინგი აშშ საელჩოსთან პარტნიორობით განხორციელდა და მას ამერიკელი ექსპერტები წარუუძღვნენ.
ტრეინინგის მიზანია ფინანსური სახის დანაშაულების სპეციფიკის გაცნობა და მონაწილეთათვის გამოცდილების გაზიარება. ტრეინინგის დროს განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა თაღლითობის ტიპები და მათთან ბრძოლა, ფინანსური დანაშაულების სპეციფიკა და მისი გამოძიება და ა.შ.
ტრეინინგში მონაწილებას იღებს 45 პროკურორი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის 50 გამომძიებელი. ისინი ტრეინინგის განმავლობაში ჩართულნი არიან პრაქტიკულ სავარჯიშოებში, განიხილავენ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს და მსჯელობენ პრობლემურ საკითხებზე. ტრეინინგი სულ მონაწილეთა სამ ჯგუფს ჩაუტარდება.