ეს არჩევნები იყო კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენ ველოდით, რომ საქართველოს მთავრობა სწრაფად და გადამწყვეტ ნაბიჯებს მიიღებდა ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ვიდრე საბოლოო ანგარიშს გამოვაქვეყნებდით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა ვებინარზე ევროპარლამენტარების მონაწილეობით.
ელჩის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებით საქართველოს დემოკრატიამ კიდევ ერთი ფურცელი გადაშალა.
„ამ შეთანხმების ყოველი ასპექტის განხილვის გარეშე მინდა ვთქვა, რომ საქართველოსთვის რაღაც ნაწილი შესრულდა, რაღაც ნაწილი არ შესრულებულა – საკონსტიტუციო შესწორებები, საარჩევნო ბარიერი და საპარლამენტო არჩევნები. იმისათვის, რომ შეასრულო სამთავრობო დაპირება, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმა და სასამართლო სისტემის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ეს არის საგზაო რუკა, ეს ვალდებულება, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. 2021 წლის არჩევნები არ იყო გამონაკლისი. ჩვენ ძალიან ახლოს ვაკვირდებოდით და თქვენ ალბათ უკვე ადევნებდით თვალყურს, რა განცხადებებიც გაკეთდა ამ ორი რაუნდის/ტურის განმავლობაში, პირველი და მეორე ტურის დროს. კარგად ადმინისტრირებული იყო ზოგადად ეს არჩევნები, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, მაგრამ მას ჰქონდა ხარვეზები; მათ შორის, კანდატიტების დაშინება, ამომრჩეველთა მოსყიდვა, კანდიდატებზე და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლა, არასათანადო რესურსები, ანუ ეს არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა არ უნდა გახდეს დამკვიდრებული პრაქტიკა საქართველოში. საბოლოო ჯამში, ძნელია, დასკვნა გამოვიტანოთ.
ეს არჩევნები იყო კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენ ველოდით, რომ საქართველოს მთავრობა სწრაფად და გადამწყვეტ ნაბიჯებს მიიღებდა ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ვიდრე საბოლოო ანგარიშს გამოვაქვეყნებდით. სასამართლო რეფორმა არის კიდევ ერთი სვეტი ამ 19 აპრილის შეთანხმებაში და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში. ბოლო დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არის ერთ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯი. ეს არის არაგამჭვირვალე და არაკონკურენტულ გარემოში მოხდა მათი დანიშვნა და ეს კიდევ ემატება სხვა ხარვეზებს. ასევე, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებაზე უარის თქმა და გენერალური პროკურორის დანიშვნასთან დაკავშირებით ასევე მოხდა ჩავარდნა და არ მოხდა ამის შესრულება, სათანადო გამოძიება არ ჩატარებულა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით. ეს მოთხოვნები უნდა შესრულდეს, ვიდრე კიდევ დაემატება მას სხვა პუნქტები“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.