"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ეხმიანება.
როგორც გვარამია აცხადებს, ამ ნაბიჯით, ბიძინა ივანიშვილი ღიად ახდენს სამოქალაქო ომის პროვოცირებას, რაც თბილისში რუსული ტანკებით დასრულდება.
"დღევანდელი ნაბიჯით, ბიძინა ივანიშვილი ღიად ახდენს სამოქალაქო ომის პროვოცირებას, რაც თბილისში რუსული ტანკებით დასრულდება.
ძალიან უნდა ვიფრთხილოთ და არ ავყვეთ ემოციებს და არ წამოვეგოთ პროვოკაციებს. ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა მხოლოდ მშვიდობასა და ერთიანობაშია. ბრძოლა ბოლომდე! ბრძოლა გამარჯვებამდე!
თბილისიდან აუცილებლად აფრინდება ვერტმფრენი, მაგრამ არა მოსატყუებელი ფეიკი, მგზავრის გარეშე. თბილისიდან აუცილებლდად აფრინდება ვერტმფრენი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან გაიქცევა!",- წერს ნიკა გვარამია.
ცოტა ხნის წინ პენიტენციურმა დაწესებულებამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.