საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დედაქალაქის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე მიიღო და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო თვითმმართველობის არჩევნების მომდინარეობას და როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, კახა კალაძის საარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა იმით, რომ არ იყო გამოყენებული სიძულვილის ენა და რიტორიკა, ორიენტირებული იყო საქმეზე და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სწრაფად გაგრძელდეს ადგილობრივი მოსახლეობის კონკრეტული პრობლემების გადაჭრისათვის ეფექტიანი საქმიანობის განხორციელება.