2 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1678 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.1690 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6740 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6659 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.81 თეთრი შეადგინა.
უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.3324 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.3174 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 3 ნოემბერიდან შევა ძალაში.