"მანდატი რომელიც ჩვენ მოვიღეთ, არის ვალდებულება, რომ კიდევ მეტი პროექტი განვახორციელოთ. განვახორციელოთ მოქნილი პოლიტიკა, რომელიც მორგებული იქნება იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვთ ჩვენს თანამოქალაქეებს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებით ღიად და მწვავედ წარმოაჩენს ხოლმე ამ პრობლემებს და ჩვენ გვჭირდება სწორი ანალიზი, სწორი დაგეგმარება, რომ შემდგომი სამი წლის განმავლობაში, როდესაც პოლიტიკურად მშვიდი პერიოდი გვექნება და ამ ქვეყანაში არ იქნება არც ერთი დონის არჩევნები, ჩვენ რეალური შედეგები დავისახოთ და ეს შედეგები უნდა იყოს როგორც მოკლევადიანი, ისე საშუალო და გრძელვადიანი და ეს ყველაფერი თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი ამომრჩევლისთვის.
ჩვენ გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის. მეორე, რაზეც უნდა ვკონცენტრირდეთ, ეს არის სოციალური პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ძალიან ფართოდ და ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება, რაზეც ჩვენი ხელისუფლება და სახელმწიფო მუშაობს, მაგრამ გვჭირდება დახვეწა კონკრეტული პროგრამების და კონცენტრირება იმ ადამიანებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება და სახელმწიფოს გვერდში დგომა. ამოცანები ბევრია. აქ წამოგვაძახეს რომ გვქონდა 9 წელი ამ ყველაფრის გასაკეთებლად. დამიჯერეთ, კონტრასტი დიდია იმასთან შედარებით რაც ჩავიბარეთ და რაც დღეს არის. სხვაობა თვალსაჩინოა“,-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.