პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ხელისუფლების კანდიდატებს ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„გადავწყვიტე საკუთარი მაგალითით დავიწყო და თქვენგანაც მოვითხოვო პატივისცემით ურთიერთობები ერთმანეთთან. მინდა მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება. როგორც ვიცი ეს ჯერ-ჯერობით არც ერთ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგას არ გაუკეთებია. ასევე მინდა დავინახო, რომ თქვენ აპირებთ სერიოზულ თანამშრომლობას ვინმესთან ოპოზიციიდან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, "ქართული ოცნება" ყველა მუნიციპალიტეტში იმარჯვებს.