შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, დმანისის რაიონის სოფელ შიდლარში მდებარე საკუთარი სამეურნეო ნაკვეთის ტერიტორიაზე, ერეკლე ვიბლიანმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობლები: ნოდარ ახმედოვი და მუგადინ ადიგეზალოვი სცემა, რის შედეგადაც ორივე გარდაიცვალა.
დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.