საქართველოს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის თქმით, ავტომანქანების შუშებისს დაბურვის პროცენტულობის გაზრდით, მოხდა უკვე არსებული ნორმის ლიბერალიზაცია მოხდა. ამის შესახებ მერაბიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ის თავად აპირებს საკუთარი მანქანის დაბურული მინები ნორმისა და კანონმდებლობის მიხედვით, შეცვალოს.
"ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია. ეს ნორმა არსებობდა, ჩვენ, უბრალოდ, მოვახდინეთ ამ ნორმის ლიბერალიზაცია და გავზარდეთ მინების დაბურვის პროცენტულობა", _ განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.