მოსკოვში სამმა მამაკაცმა, რომელთაგან ორი მილიციონერია თავი მოიკლა. სამართალდამცავები მამაკაცთა სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობას ასახელებენ. ამჟამად ამ ადამიანების გარდაცვალების მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მოსკოვის მთავარ სამმართველოსთან არსებული სახელმწიფო მმართველობისა და სამთავრობო უწყებების დაცვის ორგანოს ხელმძღვანელის ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილი დაბადებულია 1970 წელს. მათივე ინფორმაციის მამაკაცის გარდაცვალება საცხოვრებელი სახლის მერვე სართულიდან გადმოვარდნამ გამოიწვია.
ამავე დროს, მოსკოვში არასანქცირებულ პლაჟზე ნაპოვნია 40-45 წლის მამაკაცის ცხედარი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავში აქვს მიყენებული. მის ცხედართან ახლოს აღმოჩენილია სანადირო თოფი.
ამას გარდა, "ოსტანსკი რეგულირუიუში უზელ"-ის მილიციის საგუშაგოზე აღმოჩენილია მოსკოვის სამმართველოს არასაუწყებო დაცვის მილიციის სამმართველოს მესამე პოლკის თანამშრომლის გვამი. უფროსი სერჟანტი დაბადებულია 1972 წელს. მას ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მის ცხედართა ახლოს აღმოჩენილია ტაბელური იარაღი.
"წინასწარი ინფორმაციით, სამივე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამჟამად აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", _ იუწყება საგამოძიებო კომიტეტი.