უფლებადამცველთა უსაფრთხოების გაუმჯობესების თემაზე თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დღეს გაიხსნა.
მისი მიზანი კავკასიის რეგიონში უფლებადამცველთა უსაფრთხოების პრობლემის განხილვა და და ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაა.
კონფერენცია ევროკავშირის თანამონაწილეობით ტარდება და მასში თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
კონფერენცია ხვალ, 14 ნოემბერს დაიხურება.